„დათვი ეგონა და ესროლა“ – შემზარავი ტრაგედია ქარელში

Read Time:34 Second

მკვლელობა შიდა ქართლში – ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია.

„დათვი ეგონა და თავდაცვის მიზნით ესროლა”, – ამბობენ სოფელში.

შემთხვევა მტკვრის სანაპიროზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი და მისი თანასოფლელები სათევზაოდ იყვნენ წასულები. როგორც ირკვევა, გარდაცვლილს ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

„მამა-შვილი იყვნენ სათევზაოდ წასულები. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ გარდაცვლილიც მდინარის ნაპირას იყო. ღამე იყო და როცა დაინახეს, მამას უცებ დათვი ეგონა და თოფი ესროლა“

არც კონფლიქტი ჰქონიათ წარსულში რამე. არც მთვრალები არ ყოფილან. ნამდვილად ისე იყო, როგორც გეუბნებით, თავდაცვის მიზნით, ესროლა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ
Next post გოგა ხაინდრავა: მზად ვარ, სასამართლოს და პროკურატურას გადავცე მასალები, რომლებიც სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას ადასტურებს