იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ

Read Time:25 Second

უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ. ეს გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდ აღდგომა, გინდ ახალი წელი, გინდ დაბადების დღე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზეიმო არაფერი აქვს.

„ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ? ისინი შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ, ლიდერის თავისუფლების აღკვეთას უნდა გლოვობდნენ და არა ის, რომ „ვარდების რევოლუციის“ ოცი წლისთავზე ტაშ-ფანდურს აწყობდნენ, თითქოს, რაიმე საზეიმო ჰქონდეთ. მათ ადგილზე ასე მოვიქცეოდი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას
Next post „დათვი ეგონა და ესროლა“ – შემზარავი ტრაგედია ქარელში