ირაკლი კობახიძე: იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა და თანმდევი ცვლილებები არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში

Read Time:1 Minute, 23 Second

იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა და თანმდევი ცვლილებები არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ ოპოზიციას არ მოსწონს ეს ცვლილებები, მიმართონ ამ შესაბამის სტრუქტურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, პირველადი პროექტი მომზადებულია და ბოლო ეტაპზეა ახლა განხილვები. მის საფუძველზე საბოლოო სახით დამტკიცდება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, პირადად მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას. დღეს ოლიგარქები არიან პოლიტიკაში და ალბათ გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების თემას, იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ეს არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ ოპოზიციას არ მოსწონს ეს ცვლილებები, მიმართონ ამ შესაბამის სტრუქტურებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა გავყოლოდით პერსონალიზებულ მიდგომას, და შემდეგ ეს გაიზიარა ევროკომისიამ და სწორედ ამის გამო პარლამენტმა აღარ მიიღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას.

„შემოგვთავაზეს, სისტემური მიდგომით წავსულიყავით წინ. ეს სისტემური მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა და ა.შ. ეს არის სისტემური მიდგომა, რომელიც შემოგვთავაზა ჯერ ვენეციის კომისიამ, შემდეგ კი ევროკომისიამ. ზუსტად ამ მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული. ზოგადად, კანონმდებლობები და სამოქმედო გეგმები ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში, დაუკავშირდება ცხრა პრიორიტეტის შესრულებას
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობოებს. ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესის მიღწევა შეიძლება