ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

Read Time:30 Second

თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია შეიწყალებს თუ არა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს.

„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის ურთიერთობას – ეს მე მგონი, ცალკე განხილვის საგანია. როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე, თუ კიდევ ფიქრობ ასეთი ადამიანის შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. ანუ, რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილს, გამოდის რომ ეს ყოფილა მართალი, სწორი თუ ის დათანხმდება ამ პიროვნების შეწყალებას. ნუ, ეს არის სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: 2010 წელს სააკაშვილი პუტინთან იხვეწებოდა რუსეთთან ფრენების აღდგენას და აღდგა
Next post ლევან ხაბეიშვილი: მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს