ლევან ხაბეიშვილი: მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს

Read Time:1 Minute, 30 Second

„ნატოში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იმართება კრემლიდან, პუტინის რუსეთის მიერ ევროკავშირის საბოტაჟის შემდეგ, ახალ უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს ნატოში საქართველოს გაწევრიანება. ამ ერთი მოღალატეობრივი განცხადებით ჩარეცხა ფაქტობრივად ყველა ომში შინ თუ გარეთ დაღუპული ქართველების სისხლი, მოღალატე ღარიბაშვილმა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის.“ –   ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“უახლოეს ისტორიაში ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა, ამისთვის მოხდა ვარდების რევოლუცია მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და სწორედ 2003 წლის შემდეგ პირველი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და სწორედ ამიტომ, 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს მკვლელი პუტინის რეჟიმი ,რადგან ამ ღირებულებებს არ ღალატობდა პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამიტომ, 2008 წელს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი და არ მისცეს ტერორისტ პუტინის რუსეთს იმის საშუალება, რომ აეღოთ დედაქალაქი და საქართველო გამქრალიყო როგორს დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქვე შეგახსენებთ, რომ ამაში ლომის წვლილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც დღეს პუტინის ტყვეობაში იმყოფება.

ვის არ უნდა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება? ძალიან მარტივად, რამდენიმე წამში თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს – ეს არის პუტინი, ოფიციალური მოსკოვი და ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არ არის ვიწროპარტიული თემა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ეროვნული თემა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ცხადია, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ აქცია ჩვენი ქვეყანა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად დავსხდეთ და შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული რუსული მთავრობა ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ხელისუფლება და საზოგადოება როცა ერთიანია, ვერანაირი გარე ძალა ქვეყნის ინტერესებს ვერ გადაფარავს, ეს არის „ხალხის ძალის“ მიზანი, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნას დაცული