ირაკლი კობახიძე: არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით

Read Time:37 Second

ჩვენ გვაქვს კვლევის მონაცემები, არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სწორედ ამის დასტურია ის შედეგები, რომელიც დღეს გამოვაცხადეთ და ცესკომ დაინგარიშა. კერძოდ, როდესაც ჩვენი შედეგები ხმებში რადიკალურად არის გაზრდილი და თქვენ ნახეთ, რამხელა სხვაობაა 2021 წელს მიღებულ შედეგებსა და ამ არჩევნებში მიღებულ შედეგებს შორის. ეს ყველაფერი არის იმის მკაფიო მტკიცებულება, რომ ჩვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ საზოგადოებას ის საერთო პოლიტიკა, რომელიც წარმოებს დღეს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს განაპირობებს მხარდაჭერის ზრდას. ასეთ პირობებში ვხედავთ გაყალბებული კვლევის შედეგებს, რაც ერთის მხრივ სამწუხარო და დასანანია, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას
Next post ანდრია გვიდიანი: დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა