ანდრია გვიდიანი: დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა

Read Time:46 Second

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ის წერს, დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, „ ქართულმა ოცნებამ” შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა.

მისივე თქმით, რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა.

„დღეს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნებას” კონკურენტების დაყენებაც კი ვერ გაუბედეს. 2021 წელს იგივე მუნიციპალიტეტების იგივე უბნებზე “ქართულმა ოცნებამ” ჯამურად 42.025 ხმა მიიღო, ხოლო დღეს – 52.245 ათასი ხმა. დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, “ოცნებამ” შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა. უმოტივაციო არჩევნებში „ოცნების“ შედეგების 24.5%-ით გაუმჯობესება, “ომის პარტიების” და მათი პატრონებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
P.S. ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა“, – წერს ანდრია გვიდიანი.

დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით
Next post მამუკა მდინარაძე: ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა, რომელიც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისათვის