მამუკა მდინარაძე: ფაქტებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა, რომელიც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისათვის

Read Time:1 Minute, 1 Second

დღეს ჩვენ შეგვიძლია ციფრებითა და ფაქტებით დავამტკიცოთ, რომ IRI-ს კვლევა რაც იყო კონკრეტული მიზნისათვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა ამ ორგანიზაციისთვის და მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამის დასტურად, მე შემიძლია, მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე, პირდაპირი გამოკითხვის შედეგები. ჩვენ მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების, სიით ამომრჩევლის 30 პროცენტი მივოდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა იყო პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. აი ამ, ასე დავარქვათ უმოტივაციო არჩევნებს, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული. რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20 მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. აი, ამ ვითარებაში, 30 პროცენტამდე ამომრჩეველი მივიდა. ამიტომ გაყალბება სახეზეა, ხელის გულზეა IRI-ს მხრიდან და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანდრია გვიდიანი: დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა
Next post გიგი უგულავა პოლიციელებზე: არანაირი “სისტემა უნდა ვაკრიტიკოთ და ადამიანებს არ შევეხოთ” – მთელმა ქვეყანამ უნდა გაიგოს ფორმაში ჩაცმული ღორების სახელები