ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას

Read Time:36 Second

ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გიორგი ხახუბია საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და მმართველი გუნდის დიდი მხარდაჭერით ნამდვილად შეძლებს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობას რაც მის მაჟორიტარულ ოლქშია.

„გიორგი გააგრძელებს მისი ღირსეული მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის. ამ არჩევნებმა აჩვენა ჩვენი გუნდის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა, მადლობა სამეგრელოს ამ სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ვინც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, თავისი არჩევანი, დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთა“, – წერს ჩიქოვანი.

დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია
Next post ირაკლი კობახიძე: არის კვალიფიციური ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ გვეხმარება სოციალური კვლევების ჩატარებაში და ამ კვლევების მიხედვით, ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით