ირაკლი (დაჩი) ბერაია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
ის აქამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, სადაც გასული წლის ივნისში დაინიშნა. მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

