იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა

Read Time:42 Second

ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში  სოლომონ მეორისა და კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობას და იქ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა, საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

მერობის კანდიდატმა ისაუბრა იმის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის გახსნილ და აქტიურ ჩართულობას ქალაქის პრობლემების გადაჭრის საქმეში.

“უძველესი ქალაქის უძველესი უბანში ვდგავართ ახლა, ისევ არჩევანის წინაშე ხართ, ახალი გამოწვევების წინაშე. ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა, განათლების, კულტურის, ღია ურთიერთობების, თვითმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთთანამშრომლობის, მოწესრიგებული და განახლებული ინფრასტრუქტურის გზა.

ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა,  გვაერთიანებს ერთი ქალაქი,  ერთი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, თქვენ რომლებსაც საკუთრი სახლების დატოვება მოგიწიათ, დღეს ჩვენი ქალაქის ნაწილი ხართ ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და თითოეულმა ჩვენი წვლილი შევიტანოდ მის განვითარებაში. მისი კარგი და ცნობილი ღირსებების გაძლიერებაში“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კაჭარავა – მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა
Next post ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა