დავით კაჭარავა – მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა

Read Time:46 Second

დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის!
მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა თანამშრომელს ვინც წლების მანძილზე თავისი შრომით, ერთი აგურის დადებით მაინც შეიტანა წვლილი რაგბის განვითარებაში.
მადლობა კლუბ ყოჩებს, მის პრეზიდენტს გუგა გეგენავას, მადლობა მწვრთნელებს!
განსაკუთრებული მადლობა ნუგზარ მალაღურაძეს, მისი მწვრთნელობის პერიოდში მოხდა ჩემი ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება.
მეამაყება რომ მრავალი წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი. მადლობა ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშეს ვის გვერდშიც მითამაშია.
მადლობა რაგბს, მადლობა საქართველოს, იმისთვის რომ მენდო, იმისთვის რომ მომცა შანსი მისი წარმატებისთვის მებრძოლა.
რაგბმა ბევრად მეტი მომცა ვიდრე მე დავუბრუნე!
მე ყოველთვის მორაგბედ და მორაგბეების გულშემატკივრად დავრჩები….
თქვენს გვერდში ვიქნები ბიჭებო ? რითიც და როგორც შემეძლება….
წარმატებას ვუსურვებ ქართულ რაგბს!
რაგბი ჩვენი თამაშია!
მადლობა!
https://www.facebook.com/dati.kacharava/posts/3900693489945209

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო
Next post იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი და ჩემი გუნდის სურვილია, რომ ეს უძველესი ქალაქი ახალ გზაზე გავიყვანოთ და ეს არის ევროპის გზა