ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს მადლიერების ნიშნად პიცები მიუტანეს

Read Time:32 Second
ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, საკუთარი ინიციატივით, ქართველი მედიკოსების მიერ გაწეული შრომისათვის მადლიერების ნიშნად, ინფექციურ საავადმყოფოში ​ პიცები მიიტანა.
 
თავის მხრივ „ეროვნულმა ლატარიამ“ კამპანია #გაამხნევე წამოიწყო და პაციენტებს სადეზინფექციო ნივთები, ბალიშები, პლედები და ჰიგიენის სხვა ნივთები გადასცა.
 
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
 
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუკა რჩეულიშვილს მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს
Next post ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს