ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს

Read Time:28 Second

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

„გზის მოწესრიგების თხოვნით ფონდს ტყიბულის მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი 3,6 კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას. იგეგმება – ორფენიანი ასფალტის საფარის და გარე განათების მოწყობა, საავტომობილო გზის გასწვრივ ლითონის მილების ჩალაგება, რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, 3 მლნ ლარია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტი დაახლოებით 14 თვის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს მადლიერების ნიშნად პიცები მიუტანეს
Next post საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს