გუკა რჩეულიშვილს მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს

Read Time:24 Second

“ცენტ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

ამასთან, რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: დედა ტყუილებს ნუ აზიარებ
Next post ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს მადლიერების ნიშნად პიცები მიუტანეს