ინდოეთში ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართება

Read Time:31 Second

4 მარტის ჩათვლით ინდოეთის რესპუბლიკის, გოას შტატში წმ. ქეთევან დედოფლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (The KETEVAN World & Sacred MusicFestival) გაიმართება.  ინფრომაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მუსიკალური პროექტი საელჩოს უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი რელიგიისა და მუსიკის ჰარმონიულ თანაარსებობას განასახიერებს,რომლის შთაგონების წყაროც  ქეთევან დედოფლის ცხოვრების ისტორიაა.

ფესტივალის ფარგლებში,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად, მსმენელთა წინაშე წარსდგება ქართველ მგალობელთა გუნდი „აღსავალი“. კონცერტები ჩატარდება იმ ადგილზე, სადაც წმ.დედოფლის ნაწილები აღმოაჩინეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან ინდოეთის სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, კულტურის,პრესისა და მასმედიის წარმომადგენლები.

მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი პირველად 2016 წელს გაიმართა და სისტემატური ხასიათისაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა ”ზღვის ეშმაკი” იპოვეს
Next post აკაკი ზოიძე ევროპულ საქართველოს პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს