ინდოეთში ოჯახმა სარძლო WhatsApp-ზე დამოკიდებულების გამო დაიწუნა

Read Time:32 Second

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, ქალაქ ამროჰში სიძის ოჯახმა გოგო იმის გამო დაიწუნა, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდა WhatsApp-ში. წყვილი 5 სექტემბერს უნდა დაოჯახებულიყო, მაგრამ სიძე და მისი ოჯახი ქორწილში არ მივიდა. ამის შესახებ Indian Express-ი წერს.

„ველოდით სასიძოს ოჯახს, მაგრამ როცა აღარ გამოჩნდნენ, წავედით მათ სახლში. მათ უარი გვითხრეს ვაჟის ჩემს ქალიშვილზე დაქორწინებაზე იმ მიზეზით, რომ ის ძალიან დიდ დროს ატარებს WhatsApp-ში. მოგვიანებით, ჩვენი საუბრის შემდეგ, დაგვთანხმდნენ ქორწილზე, მაგრამ იმ პირობით, თუ 6.5 მილიონი რუპიას (დაახლოებით $89 ათასი) ღირებულების მზითვს გავატანდით ჩვენს შვილს“ – ამბობს გოგოს მამა.

საპატარძლოს ოჯახმა ამის გამო სასიძოს ოჯახს უჩივლა. როგორც პოლიციაში ამბობენ, ჯერ არკვევენ, სინამდვილეში რა მიზეზით დაიწუნეს გოგო

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!” – ნუკი კოშკელიშვილი შეცვლილი ფორმების გამო ძალიან ღელავს
Next post სასტუმრო რუმსში კონფერენციაზე მისულ შს მინისტრს ადგილი არ შეხვდა და ესე დგას