ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძეგლი გაიხსნა

Read Time:35 Second

ინდოეთის შტატ გუჯარათში მსოფლიოს ყველაზე მაღალი მონუმენტი, ერთიანობის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი გამოსახავს ვალაბჰაი პატელს, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორია.

კვარცხლბეკის გარეშე ძეგლის სიმაღლე 182 მეტრია. ეს თითქმის ორჯერ მაღალია თავისუფლების ქანდაკებაზე კვარცხლბეკით.

ერთიანობის ძეგლისთვის 430 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ძეგლის მშენებლობისთვის 210 ათასი მცემენტი, 25 ათასი ფოლადი და 1 700 ტონა ბრინჯაო გამოიყენეს. ძეგლის აშენებას 33 თვე დასჭირდა.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი მონუმენტი გუჯარათის შტატის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდება.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი გახსნის დღეს

გახსნის დღეს ვერტმფრენებიდან ყვავილების ფურცლები გადმოუშვეს და ჰაერში ფერადი ბუშტები დაფრინავდა

გაკეთდება მუზეუმი, რომელშიც 40 ათასამდე დოკუმენტი და 2 ათასამდე ფოტო შეინახება. ასევე, მოეწყობა კვლევითი ცენტრი, რომელიც პატელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნება

წყარო: on.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კანადაში “მოხუცებულთა თავშესაფარი” და “ბავშვთა სახლი” გააერთიანეს – შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა
Next post ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა