ილია მეორე თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

Read Time:33 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცნობილი პუბლიცისტის, ჟურნალისტისა და ფილოლოგის, თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი თამაზის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობილი პუბლიცისტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი თამაზ ტყემალაძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამაზ ტყემალაძე მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალეს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ – წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის
Next post რა შემთხვევაშია შესაძლებელი შერიგება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის – მმართველ გუნდში სააკაშილის ინიციატივას პასუხობენ