მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ – წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის

Read Time:47 Second

იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ ჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროკურატურისთვის ფორმალური და რეალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ სააკაშვილის განცხადებებზე ვერც როგორც პოლიტიკოსი, ვერც როგორც იურისტი და ვერც როგორც მოქალაქე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ წარმოუდგენელია, რომ კაცი იძახის, ჩემი ცოლი რატომ არ არის აქ. ჯორჯ ორუელის „1984“ რომ გავიხსენოთ – „ჩემი ცოლი, ჯულია, მომისვით აქო“. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეს ნაწარმოები აქტუალური იყო მათი კამპანიის დროს, თუმცა ძალიან ცუდად შეუბრუნდათ. ამ ორ გამოსვლაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ვიდრე დაიწყებოდა, იქამდე შეფასდა ეს სიტყვა ისტორიულ გამოსვლად. როცა დაიწყო მან საუბარი და პროკურორმა შეაწყვეტინა – ადვოკატებმა თქვეს, დააცადეთ მიხეილ სააკაშვილს ისტორიული გამოსვლა. ეს ისტორიული გამოსვლა შემდეგ აღმოჩნდა ისეთი გამოსვლა, რომლის გამოც ერთადერთი გზა დარჩათ – წაეყვანათ იქით, თითქოს ეს ადამიანი იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის“, – ამბობს მდინარაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერაბ კაჭახიძე- ქართუ ბანკი” ვისია კარგად მოგეხსენებათ. იცით რატომ არ იძლევა ეს ბანკი ინდივიდუალურ პირებზე ე.წ. სამომხმარებლო სესხს?! იმ კაცს, ვისიც ეს ბანკია ნათქვამი აქვს – მე ამ ქვეყნის მოქალაქეთ ქონებას და მითუმეტეს საცხოვრისს ვერ წავართმევო…გაიგე ხაზარაძე და კიდევ ბარეორო?!
Next post ილია მეორე თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს