რა შემთხვევაშია შესაძლებელი შერიგება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის – მმართველ გუნდში სააკაშილის ინიციატივას პასუხობენ

Read Time:38 Second

რა შემთხვევაშია შესაძლებელი ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის შედგეს შერიგება, რომლის ინიციატორიც მსჯარდებული ექსპრეზიდენტია – როგორც უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, მე-3 პრეზიდენტის საპასუხოდ “ღამის კურიერის” ეთერში გააცხადა, სანამ ის მოქალაქეები არ აპატიებენ მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, რომლებიც მათგან დაზარალდნენ, მანამდე მათ არ აქვთ მორალური უფლება, რომ რაიმე ტიპის შერიგებაზე ისაუბრონ:

“ოპოზიციის დესტრუქციული ჯგუფი პარლამენტის საბოტაჟს ეწევა. ერთი მხრივ, ისინი შერიგებაზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, საბოტაჟს ეწევიან. რევოლუციას, რომ ვერ აწყობენ, შემდეგ საუბრობენ შერიგებაზე.

ერთი მნიშვნელოვანი რამ ავიწყდება ყველას, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლებმა, შერიგება ჯერ უნდა სთხოვონ იმ ათიათასობით მოქალაქეს, ვინც ამ რეჟიმის მხრიდან დაზარალდა. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ მათ უნდა ეპატიოთ, ჩვენ შემდეგ შეგვიძლია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ. მანამდე, არ გვაქვს მორალური უფლება, რომ ჩვენ რაიმე ტიპის შერიგებაზე ვისაუბროთ,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
Next post მამუკა მდინარაძე: ისტორიის სახელმძღვანელოს მონაკვეთი ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულების ინტერპრეტაციის საშუალებას 0 პროცენტით იძლევა