პარასკევი, აპრილი 17, 2026

ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს – მივედით რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად – ცვლილებები შეიძლება ყველასთვის მისაღები არ იყოს, ჩვენი ამოცანაა, მისაღები იყოს მოსახლეობისთვის

ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.

„ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის – ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ,” – განაცხადა ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.

„ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლეობის და საზოგადოების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ინჯიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანტონიუ გუტერეში „სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად“ აფასებს ირანის გადაწყვეტილებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის სრულად ღია იქნება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „სწორი მიმართულებით გადადგმულ“ ნაბიჯად აფასებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის სრულად ღია იქნება.„საჭიროა საერთაშორისო სანავიგაციო უფლებებისა და თავისუფლების სრულად აღდგენა ჰორმუზის სრუტეში, რომ ყველა მხარემ დაიცვას ის. ვიმედოვნებ, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, ეს ზომები ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას და გაძლიერებას მხარეებს შორის, პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე დიალოგისას“, – აცხადებს გუტერეში.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია იქნება ყველა კომერციული გემისთვის ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდის განმავლობაში.

დონალდ ტრამპი – ნატო-დან დამირეკეს, მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება, ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები

ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდება. ვუთხარი, რომ შორს დარჩნენ, როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს,„ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია დასრულდა, ნატო-დან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ დაგვჭირდებოდა. ვუთხარი, შორს დარჩენილიყვნენ, თუ მხოლოდ გემების ნავთობით ჩატვირთვა არ სურთ. როცა საჭირო იყო, ისინი უსარგებლოები იყვნენ, ქაღალდის ვეფხვები!“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ისრაელ-ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა – „ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება.„ძალიან წარმატებული დღეა დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. უპრეცედენტო წარმატებაა დღესაც. როგორც მამაკაცი, ასევე ქალი სპორტსმენი ერთ დღეს ხდება მსოფლიო ჩემპიონი. მინდა, ორივე ჩემპიონს მივულოცო, მათ აქვთ ძალიან მდიდარი წარსული, არიან ძალიან წარმატებული ძიუდოისტები და დღევანდელი დღე არის ამის გაგრძელება. მადლობა, მინდა, გადავუხადო მათი შრომისთვის. ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა და მადლობა მათ შრომისთვის და მათი გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – გერმანია განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩეოდა პრინციპების მიმართ, დღეს კი ბიუროკრატიის დონეზე ყველანაირ პრინციპს უარყოფენ, რაც ევროპული ბიუროკრატიის სახეს აჩვენებს

გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ, დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.კითხვა ეხებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სახელებისა და გვარების არასწორად მითითებას.კობახიძის თქმით, ეს აბსოლუტურად არასერიოზულია და ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს აჩვენებს.„გერმანიაში რომ ასეთი პრობლემებია, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგალითად, იგივე 20 წლის წინ, გერმანია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემით პრინციპების მიმართ. დღეს ამას საერთოდ ვეღარ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გერმანიაში, ბიუროკრატიის დონეზე აბსოლუტურად უარყოფენ ყველანაირ პრინციპს, პატივს არ სცემენ პრინციპებს, რაც ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროსთან ერთად, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ამ მოვლენას, არის ეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.როგორც ფინალს სჩვევია, შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

ბოლო სიახლეები