ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულად და დამსახურებულად ნახავს შედეგს, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირებული გზაა

Read Time:45 Second

მოლოდინი და ოპტიმიზმი ჩვენი თანმდევია, რადგან ოპტიმიზმის გარეშე შეუძლებელია, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგათ, სწორედ ჩვენი ვიზიტები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა გვაძლევს იმის განწყობას, განცდას, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პარტნიორების ზოგადი განწყობებიც აძლევს ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველს.

„პარალელურად, ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ის დღის წესრიგი, რომელიც მოგვცა ევროკავშირმა, 12 რეკომენდაცია და, ზოგადად, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, რომელიც შეთანხმებული გვაქვს ევროკავშირთან და რომელიც განსაზღვრავს ძალიან ფართო და მნიშვნელოვან საკითხებს, საჭიროებს ჩვენი მხიდან დიდ ძალისხმევას.  ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ამის თანმდევი, თუმცა ოპტიმიზმი, რა თქმა უნდა, გვაქვს, ოპტიმიზმი ჩვენი თანმდევია ყოველდღიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველა ერთად, საქართველო ღირსეულად და დამსახურებულად, ჩვენი ხალხი აუცილებლად ნახავს ამ ძალისხმევით მიღებულ შედეგს, რომელსაც ჰქვია ჩვენი კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან, რაც ჩვენი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ერთადერთი და ძალიან ღირებული გზაა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოლივერ ვარჰეი: რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს
Next post ზურაბ შევარდნაძე გერმანელმა ქალმა მემკვიდრეების სიაში ჩაწერა – ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ტყავის ჩანთით დაწყებული საოცარი ისტორია