ოლივერ ვარჰეი: რეგიონში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს

Read Time:32 Second

„რეგიონული უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული ვითარების ფონზე,  ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით  საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას“ – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  დაწერა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის შემდეგ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროკომისარი აცხადებს, რომ სხდომის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს.

2023 წლის 24 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე ევროკავშირის გაფართოება და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზელენსკი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ თავისი ღირსეული ადგილი უნდა დაიკავოს მსოფლიოსა და ევროპის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში
Next post ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულად და დამსახურებულად ნახავს შედეგს, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირებული გზაა