ზურაბ შევარდნაძე გერმანელმა ქალმა მემკვიდრეების სიაში ჩაწერა – ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ტყავის ჩანთით დაწყებული საოცარი ისტორია

Read Time:2 Minute, 17 Second

არ ვიცი  ქალბატონი ზიგლინდესაგან მემკვიდრეობით მიუნხენში  სასახლეს მივიღებ, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის განსაკუთრებულობის მაგალითად – ამის შესახებ  „გარდენიას“ დირექტორი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ვინც მიცნობს ყველამ იცის რომ დიდი ტყავის ჩანთით დავდივარ. რა მილაგია, რას დავატერებ ეს ცალკე ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით, დღეს მისი უცნაური წარმომავლობის შესახებ გიამბობთ.
15 წლის წინ მიუნხენში ძველმანების ბაზრობაზე ვიყიდე ძველი, სასკოლო, ტყავის ჩანთა. სამხრეები მოვხსენი, გავწმინდე და მას მერე ბედნიერად ვიყენებ. შიგნითა მხარეს ტყავზე მელნით აწერია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171….
არ დამეზარა, დავწერე მოკლე წერილი და გავგზავნე ფოსტით “ქალბატონო ზიგლინდე, მე თქვენი ყოფილი სასკოლო ჩანთა ბაზრობაზე შევიძინე, ვცხოვრობ საქართველოში, თბილისში, ვარ მებაღე, კმაყოფილი და მადლიერი ვარ…”
სამი თვის შემდეგ წერილი დამიბრუნდა უკან, სხვა საპასუხო წერილთან ერთად. “ბატონო შევარდნაძე, თქვენი წერილის ადრესატი, ქალბატონი ნოიმანი 35 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ მე ვიცნობ მის შვილს, თუ სურვილი გექნებათ  შემიძლია თქვენი წერილი მას გავუგზავნო…”
აზარტული ადამიანი არ ვარ მაგრამ არ გავჩერდი. გავგზავნე წერილი ახალი წერილით უკან. “რასაკვირველია მადლიერი დაგრჩებით..”
რამდენიმე თვის შემდეგ უკვე ვიღებ ქალბატონი ნოიმანის ვაჟიშვილისგან წერილს, “ბატონო შევარდნაძე, მე არ ვიცი რა გაკავშირებთ დედაჩემთან, მაგრამ თუ ისურვებთ შემიძლია თქვენი წერილი გავუგზავნო მას. დედა უკვე მეშვიდე წელია ცხოვრობს “სინიორენჰაუსში””.
(მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ ასე.)
არ დავიზარე “ბატონო ჰოლცმან, მადლიერი დაგრჩებით…”
იმ წლის ბოლოს, ახალი წლის წინ მივიღე ქალბატონი ნოიმანის თბილი, ემოციური პასუხი.. კულტურულად, ლამაზად წერს თავის ბავშვობაზე, სკოლაზე, გავლილ რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე. ვფიქრობ ეს წერილი დაბეჭდვას გასაჯაროებასაც იმსახურებს..
რა თქმა უნდა ვუპასუხე, მიპასუხა… საინტერესოა ცხოვრება, ერთ დღესაც დავბეჭდავ ამ წერილებს, საოცარია.
გაზაფხულზე მიუნხენში ჩავედი, დარჩენილი გამოცდა მქონდა ჩასაბარებელი. ჩემს მასპინძელს, მეგობარს ვთხოვე:
-ანდრეას, გამყევი მოხუცებულთა სახლში, მეგობარი უნდა მოვინახულო. გავაკვირვე ადამიანი..  შევკარი მოკრძალებული, ფერადი ბაიების თაიგული და ვეწვიე ქალბატონ ზიგლინდეს ჩანთით მხარზე. სიტყვებით ძნელია გადმოვცე ემოცია, არც შევეცდები.
დავმეგობრდით, მიუნხენში თუ ჩავდივარ მასთან სტუმრობა ერთ-ერთი აუცილებელი და სასიამოვნო ამბავია. “სინიორენჰაუზის” კაფეტერიაში ვხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვსაუბრობთ, იქ უკვე ყველა მიცნობს, მელოდებიან. ათი წელი მაინც გავიდა ამ უცნაური მეგობრობიდან.
შარშან გაგანია პანდემიის დროს მივიღე მეილი, იურისტისგან, რომელიც მატყობინებს, რომ ქალბატონი ნოიმანის ანდერძის სიაში ვარ მოხსენიებული რიგით მეშვიდე. იმ დღესვე მივწერე ვაჟიშვილს სადაც ვწერდი, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ, არ მინდა მათთან , შვილებთან უსიამოვნება და ასე შემდეგ.
ქალბატონი სულ მეუბნებოდა, რომ ღირსეული სამი შვილი გაზარდა. მათი პასუხით ეს ჩემთვის დადასტურდა.
“ვაჟიშვილი მემადლიერება ინფორმაციისთვის და მპასუხობს. ” გავაცანი თქვენი წერილი ჩემს ორივე დას. მინდა გიპასუხოთ ჩვენი, სამივეს სახელით. ბატონო შევარდნაძე, დედას სიტყვას და მის გადაწყვეტილებას ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და ვასრულებდით. ასეა ახლაც მისი ღრმა მოხუცებულობისადა მიუხედავად, მისი სიტყვა ჩვენთვის კანონია, ასე ისურვა? ესეიგი ასეა საჭირო….”
არ ვიცი (ამის კითხვა ძალიან უხერხულია) ქალბატონი ზიგლინდესაგან სასახლეს მივიღებ მემკვიდრეობით მიუნხენში, თუ ერთ წინდას ან წიგნს, მაგრამ ეს ამბავი რჩება ჩემთვის ამ ერის, ამ ხალხის განსაკუთრებულობის მაგალითად..
რამდენი რამ მასწავლეს, რამდენი…
რა მაგის პასუხია და ჩანთა ისეთი ხარისხისაა კიდევ ჩემი და ზიგლინდესნაირს სამს მოინელებს)))”- წერს ზურაბ შევარდნაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია დარჩიაშვილი – დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულად და დამსახურებულად ნახავს შედეგს, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირებული გზაა
Next post მარიკა ბაკურაძეს „ოქროს გლობუსის“ საერთაშორისო ჟურნალისტთა გუნდის წევრი გახდა