იერუსალიმის მასტერსზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

Read Time:1 Minute, 2 Second

20-22 დეკემბერს ისრაელის დედაქალაქი იერუსალმი ძიუდოში წლის შემაჯამებელ ტურნირს უმასპინძლებს. მასტერსზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 12 მამაკაცია, ხოლო 2 – ქალი.

იერუსალიმის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის მამაკაცთა ორ (60, 66 კგ) და ქალთა სამ (48, 52 და 57 კგ,) წონით კატეგორიაში იჭიდავებენ.

60 კგ-ში საქართველოს ნაკრებისთვის მედლის მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი შეეცდება. ახალგაზრდა ქართველი შეჯიბრებაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უზბეკ დილშოდბეკ ბარათანოვსა და ჩეხ დავიდ პულკრაბეკს შორის გამარჯვებული იქნება.

66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ფრანგი მაქსიმ გობერი იქნება, ფრანგული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი პერუელ ხუან პოსტიგოსა და უზბეკ სარდორ ნურილაევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ქალთა შორის 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს, მას საკმაოდ რთული ბადე შეხვდა. ლიპარტელიანი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე იაპონელი ცუკასა იოშიდა იქნება. იაპონელის დამარცხების შემთხვევაში კი კანადელ მსოფლიო ჩემპიონს, კრისტიან დეგუჩის შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი;

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი;

+78 კგ – სოფია სომხიშვილი.

20 დეკემბერს წინასწარი შეხვედრები – თბილისის დროით 12:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „გორბის“ კვლევა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაცმოძრაობას“ კი 23%
Next post ხვიჩა კვარაცხელია: ქართველები და ნეაპოლელები ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებენ, ამიტომაც აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში