„გორბის“ კვლევა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაცმოძრაობას“ კი 23%

Read Time:57 Second

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა:

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით მათი პოლიტიკური პულსი თითქმის არ ისინჯება, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“. მას გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“.

1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და აუტსაიდერ გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“. გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საინტერესოა, რომ 1 წელიწადში, 2021 წლის აგვისტოს კვლევის შედეგებს თუ დავეყრდნობით :
„ქართული ოცნების“ რეიტინგი თითქმის 5%-ით არის გაზრდილი: 47,2-დან 52%-მდე. „ნაციონალური მოძრაობის“ კი პირიქით: თითქმის 4%-იანი კლება აქვს: 26,8%-იდან 23%-მდე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – თეორიული შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის საკითხზე გადააფასონ მოვლენები, ეს თუ არ მოხდება, არსებობს პროცესის ჩავარდნის საფრთხე
Next post იერუსალიმის მასტერსზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია