იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ გავაგზავნოთ, ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე

Read Time:48 Second

ნატო-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, ნატო-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიის შეკითხვას, იმყოფებიან თუ არა ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალები უკრაინაში.

მისივე თქმით, ნატო-ს ძალების უკრაინაში  გაგზავნა არ იგეგმება. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უნდა დაიცვან ნატო-ს ყველა მოკავშირე და ზრდიან ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე, ალიანსის ტერიტორიაზე.

„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით ნატო-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, ნატო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არის და გეგმებიც არ გვაქვს, რომ ნატო-ს ძალები უკრაინაში გავაგზავნოთ.

ჩვენ უნდა დავიცვათ ნატო-ს ყველა მოკავშირე, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევთ ნატო-ს მოკავშირეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამ ვალდებულების დემონსტრირება იმით, რომ გავზარდეთ ძალების რაოდენობა აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რაგბი | საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი-არ მინდა თქვენს კაბინეტებში, ან შტაბის შესასვლელებში ჩემი პორტრეტი ეკიდოს. პრეზიდენტი არ არის ხატი და კუმირი. ჩამოკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ მათ თვალებში შეხედეთ