იაგო ხვიჩია: თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო

Read Time:26 Second

„გირჩის“ ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილი რამეს აპირებდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო.

„თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მგონია, რომ რასაც არ უნდა ვურჩევდეთ, ეს უნდა იყოს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ. თუ ამ პოზიციაზე დგახარ, რომ პრეზიდენტებს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ შენც იყავი პრეზიდენტი“, – აცხადებს ხვიჩია.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა. მისი თქმით, არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მას არაერთხელ გამოუყენებია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანი არის პოლიტსაბჭოს წევრი
Next post ვახო სანაია: ახია მიშაზე, ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო