ვახო სანაია: ახია მიშაზე, ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო

Read Time:35 Second

ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება.

„ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო.

სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან. ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა – სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში.

გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს – პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია.

თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა.“, – წერს ვახო სანაია.

-0:03

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო
Next post ვანო მერაბიშვილი სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს