გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანი არის პოლიტსაბჭოს წევრი

Read Time:36 Second

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანი არის პოლიტსაბჭოს წევრი.

„ერთი ხიდზეა, მეორე – ცარიელ კანცელარიასთან, მესამე ბუნებაში გადის, მეოთხეს ექსკურსია მოუნდა, რომ თავმჯდომარე გახდეს, და ა.შ. თავად კანდიდატებიც კი იმდენად მიუღებლები არიან თავიანთივე პარტიის წევრებისთვის, რომ აქციაზეც 100-150 კაცი გამოდის, როდესაც 300 ადამიანი არის პოლიტსაბჭოს წევრი. შესაბამისად, ეს არის ლოგიკური დასასრული იმისა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. როცა არ დგახარ ხალხთან და საკუთარ ამომრჩეველთან, აბსოლუტურად აცდენილი ხარ საზოგადოების სურვილებს, ასეთი დასასრული გექნება ყოველთვის“, – ამბობს მაჭარაშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიულ არჩევნებამდე სამი კვირა რჩება. კლანებს შორის დაპირისპირება კი კიდევ უფრო ღრმავდება. ერთობლივ აქციებსაც ვეღარ ატარებენ და პარტიამ მხარდამჭერებიც ორად გაყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის – გისურვებთ მხნეობას, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად
Next post იაგო ხვიჩია: თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო