იაგო ხვიჩია ვახტანგ გომელაურს: „მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ“

Read Time:46 Second

„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად მესმის ვისზე როგორ იმოქმედებდა, ნებისმიერ ჩვენთაგანზე ასეთი ტიპის ტრაგედია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას.

თბილისში ერთი დიდი საგანგებო სამსახურის არსებობა და ყველაფერზე მისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე ერთი დიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობა, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი დაწყებული დამნაშავის დაკავებიდან, სტიქიურ ზონებში ეფექტურად მოქმედებამდე გაგრძელებული, არასწორია. ეს მოწყობაა არასწორი და ჩემი აზრით, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო“, – განაცხადა დეპუტატმა. მისივე შეფასებით,  იმის გამო, რომ ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, სინამდვილეში არ გვაქვს არც ერთი ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც შევძლებდით ყველაფრის გარკვევას.  „მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობაში ადეკვატური სამაშველო სამსახურის არსებობის შემთხვევაში, ჩემი კოლეგები ან საქართველოს მოსახლეობა პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრს ხომ არ მოთხოვდა. არამედ მოთხოვდნენ თვითონ ერთმანეთს, იქ ადგილზე და იქვე დაადგენდნენ ვინ მოიქცა კარგად და შესაძლებელი იყო თუ არა უფრო ეფექტურად მოქმედება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავთანდილ ენუქიძე: შოვში, სტიქიის ადგილზე მინისტრი იქნებოდა თუ მინისტრის მოადგილე, რა მოხდა, დაიქცა ქვეყანა ამით? რომ ყოფილიყო გადარჩებოდა ვინმე? ერთ ადამიანს ჩამოკიდოთ დღეს სტიქიური უბედურება, არასწორი
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სამეცნიერო-შემეცნებით ღონისძიებაში – „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, მიიღო მონაწილეობა