თუ თქვენს შვილსაც აქვს სპინერი, ეს უნდა იცოდეთ!

Read Time:54 Second

იმის შესახებ, თუ რა არის ბოლო დროის ჰიტად ქცეული სპინერი, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ  მას აქვს გარკვეული დადებითი თვისებები, სტრესის მომხსნელი თუ ტიკებისგან გადასაჩვევი, თუმცაღა, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება “სპინერომანიაში” და რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს “გასართობი”, მით უფრო მეტად იკვეთება მისი უარყოფითი გავლენა და საფრთხეები.
უკვე მსოფლიო მასშტაბით ტეხენ განგაშს მშობლები და მასწავლებლები. სპინერის პოპულარობა გაჯეტების საწინააღმდეგოდ იწყებს მუშაობას, ოღონდაც ახალ დამოკიდებულებად იქცევა. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბავშვები იმდენად გაიტაცა სპინერის ხელში ჭერამ და ტრიუკების კეთებამ, გაკვეთილებზე

უჭირთ კონცეტრაცია და ხშირად შინ დავალებებსაც სპინერის თანხლებით აკეთებენ, რაც დავალების შესრულების ხარისხზე უარყოფითად აისახება.
გარდა ამისა, მკვეთრად იმატა ტრავმებმა, განსაკუთრებით, მძიმე, ე.წ. ხარისხიანი სპინერებისგან. სულ ცოტა ხნის წინ 11 წლის ავსტრალიელი ბიჭუნა კინაღამ უთვალოდ დარჩა, როცა მორიგი მანევრის შესრულებას ცდილობდა და ვერ დაიჭირა სპინერი, რომელიც პირდაპირ თვალში მოხვდა.
ტეხასელი კელი ჯოეკის ქალიშვილმა კი სპინერის წვრილი დეტალი ჩაყლაპა და ძლივს გადაარჩინეს.
ასევე ხშირია სპინერის სროლის ან შემთხვევითი მოხვედრის შედეგად მიღებული დაბეჟილობები და სხვა ტრავმები.
სპეციალისტები ამბობენ, რომ სპინერი არ უნდა ჰქონდეს 8 წლამდე ბავშვს, და სასურველია, თავი შეიკავონ მშობლები ძვირად ღირებული და საკმაოდ

მძიმე სპინერების ყიდვისგან – ამით შეიძლება ბავშვს ტრავმის მიღების საფრთხეები გაუზარდოთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქაშუეთის ეკლესიაში ლეილა აბაშიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
Next post გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს 45 მილიონისთვის მადლობას უხდის