თორნიკე რიჟვაძე: რომ არ ჩაიკეტოს აჭარა და ბათუმი, მოგიწოდებთ უმკაცრესად დავიცვათ ყველა არსებული რეკომენდაცია

Read Time:42 Second

აჭარაში შექმნილ ეპიდემიოლოგიური სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მიმართა მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უმკაცრესად იქნას დაცული ყველა არსებული რეკომენდაცია.

„ამ ეტაპზე აჭარა და ბათუმი არ იკეტება თუმცა მოვუწოდებ ბიზნეს სექტორს და მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები, რომ არ მოხდეს აჭარის და ბათუმის ჩაკეტვა. უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ობიექტი როგორც ტრანსპორტი, ისე კვების და სხვადასხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში ერთ-ერთ სტუმარს დაუდასტურდა ვირუსი, მასთან ახლო კონტაქტში მყოფი 5 პირი, გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ყველა სტუმარს და სასტუმროს პერსონალს ჩაუტარდება კვლევა. კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაუფიქსირდა N7 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს. აჭარის მთავრობა მუნიციპალური ტრასპორტის მძღოლებს და მგზავრებს ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
Next post ეკატერინე ტიკარაძე – პანდემიის მიუხედავად, არ ვანელებთ ტემპს და დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვახერხებთ