თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება

Read Time:37 Second

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.
საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ.

თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს
Next post კახა კუჭავა: არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ