კახა კუჭავა: არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ

Read Time:27 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, მან არჩევანი კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა.

„ვცდილობ ხოლმე პირველი მოვიდე საარჩევნო უბანზე და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა და ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება
Next post ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა