საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს

Read Time:51 Second

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მიმდინარეობს.
ქვეყნის მასშტაბით 3664 საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად – დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 497 345 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 70 საარჩევნო უბანია შექმნილი. პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია 9 უბანი.
საარჩევნო უბანზე მისულებს, სამი ბიულეტენი დახვდებათ. თვითმმართველობის არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ტარდება, რომელზეც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად იმუშავა.

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

არჩევნები წელსაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე პირველად, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ხმების ელექტრონული დათვლის მეთოდი. შეიქმნა „საარჩევნო პორტალი 2021“, რაც არჩევნების დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეების ინფორმირებას უზრუნველყოფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკო ლეკიშვილი: კახა კალაძე არის ძალიან ეფექტური მერი, მგონია, ახლა თბილისი მზად არის იმისთვის, რომ დააფასოს ის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა
Next post თვითმმართველობის არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება