თენგიზ ცერცვაძე-100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს, ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს

Read Time:29 Second

საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგ მდგომარეობაშია, – განაცხადა ტელეკომპანია “აჭარის” ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

“საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია. მთელი მსოფლიო აღიარებს, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დაწყებული ცალკეული ქვეყნების მთავრობებით, რომ საქართველოს საპასუხო პოლიტიკა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითვალა ყველაზე უფრო წარმატებულად ქვეყანაში და არაერთგზის გამოითქვა სურვილი უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს გამოცდილების გაზიარების. 100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს. ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს”, – განაცხადა გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” ცერცვაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კომენდანტის საათის დროს ანთებული სანთლითა და მაღლა აწეული კოვზით რომ გამოვიდე, დამიჭერენ ?”-ვახო სანაია სოციალურ ქსელში ცინიკურ პოსტს აქვეყნებს
Next post გახარია-“მე, როგორც რიგით ქრისტიანსა და მრევლს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის”