გახარია-“მე, როგორც რიგით ქრისტიანსა და მრევლს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის”

Read Time:36 Second

როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობისთვის და ეკლესიისთვის ყველაზე უფრო მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

„კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხდა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე-100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს, ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს
Next post დღეს ზვიად გამსახურდია 81 წლის გახდებოდა