თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების გაუქმება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ

Read Time:32 Second

შეზღუდვების გაუქმება მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით ბოლო პერიოდში, ინფიცირების შემთხვევები მკაფიოდ იზრდება. „ბოლო 1 კვირის განმავლობაში შემთხვევების სერიოზული ზრდა აღინიშნებოდა. ზოგიერთი ნახტომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა.

„მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ ყველაფერზე შესაძლოა უარი ითქვას. სწორედ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას მოსახლეობამ. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იქნეს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციებზე შეგვიძლია უარი ვთქვათ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა
Next post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას გამოეხმაურა