ალეკო ელისაშვილი – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა

Read Time:47 Second

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მკაცრი და შემაშფოთებელი სიგნალი, ეს რისხვა „ქართულმა ოცნებამ“ თავს დაიტეხა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ვისაც არ ეზარება, შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს“.

„ამჯერად, „ქართული ოცნების“ ბრალია, რომელმაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი უგულვებელყო, იჩქარა და ეს საკითხი პარლამენტში გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია და ცუდი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკური სიხარბის გამო, საქართველო დაისჯება. სანქციების დაწესება იქნება არა კონკრეტულ პარტიაზე დაწესება, არამედ ქვეყნის მიმართ დაწესება, რაც დარტყმა იქნება. თუ „ქართული ოცნება“ არაფერზე ყურს არ შეიბერტყავს, რა თქმა უნდა, უკვე იგრძნობა, რომ სანქციებთან ძალიან ახლოს ვართ. სანქცირებული ქვეყანა კატასტროფაა. ქვეყანას, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ის ბელარუსიის კატეგორიაში გადის და ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე არაფერი გვეშველება. რეალური სასამართლო რეფორმა უნდა დაიწყოს, ამას ვისურვებდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისეთია, რომ გგონია, კრიზისი დასრულდა და რაღაც შედეგამდე გავედით, ამ დროს თავში უროს ჩაირტყამს და ყველაფერი თავიდან იწყება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ნახევარზე მეტს ხელი დღემდე არ მოუწერია 19 აპრილის შეთანხმებისთვის და არც დაპირებული დეპოლარიზაცია ჩანს ჰორიზონტზე, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვასრულებთ შეთანხმებას
Next post თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების გაუქმება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ