აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას გამოეხმაურა

Read Time:21 Second

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ვაშინგტონიდან ეხმაურებიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი, ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე.

ოფიციალურ განცხადებასთან ერთად, უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების გაუქმება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ
Next post ალეკო ელისაშვილი – ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს