ალეკო ელისაშვილი – ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს და ბოდიში მოიხადოს

Read Time:33 Second

ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს, ბოდიში მოიხადოს დაშავებული ადამიანების მიმართ და თქვას, რომ მან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილების შესრულებას და უნდა გადადგეს, –  ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ვიტარებაში ეს ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.

„ამ ვითარებაში, ეს იქნებოდა ძალიან ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ გომელაური როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. ვინმეს თანამდებობიდან გაშვება არ მიხარია, ჩემთვის მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლინება – როცა დააშავებ, შემდეგ გადადგე. რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამეს უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს, სკამს არ ჩაებღაუჭო და უნდა გადადგე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას გამოეხმაურა
Next post „ტვ პირველის“ ოპერატორსა და მოქალაქეზე ძალადობისთვის, ბრალდება კიდევ ორ პირს წარუდგინეს