თენგიზ ცერცვაძე ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას არ ემხრობა

Read Time:30 Second

ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ არმქონე პირების მგზავრობის აკრძალვა საზოგადოებისთვის მტკივნეული იქნება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მწვანე პასპორტის“ არეალი რომ გაფართოვდეს, ეს კარგია, ეს ინფექციის გავრცელებას და სიკვდილობას შეამცირებს, მაგრამ რიგში დგას ტრანსპორტი, სადაც ყველაზე მეტი ალბათობაა დასნებოვნების. თუმცა, ერთია კარგი სურვილები და მეორეა, ამის აღსრულების შესაძლებლობა. ძნელია, ტრანსპორტში ყველგან წარადგინო „მწვანე პასპორტი“, მოხდეს კონტროლი, ტრანსპორტი ხშირად გადატვირთულია, რიგები დგას და ტრანსპორტში არშეშვება „მწვანე პასპორტის“ არმქონე ადამიანების, გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის, ვიდრე რესტორანში ან საკონცერტო დარბაზში არშეშვება. ურესტორნოდ ბოლოს და ბოლოს მოითმენს, მაგრამ ტრანსპორტის გარეშე სამსახურში როგორ უნდა იაროს? ამიტომ ჯერჯერობით, ტრანსპორტში ამის შემოღებას არ ვემხრობი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2 ბიჭი და 1 გოგო – თბილისში სამი ტყუპი დაიბადა
Next post თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს