თამარ გაბუნია: კორონავირუსის ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს

Read Time:38 Second

პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც დაიძრა „ომიკრონი“. ეს იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და, ასევე, სამხრეთ აფრიკის გარდა, გარშემო მდებარე რვა ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები და ნებისმიერ პირი, ვინც იქ ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა, 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ესაა ბაზისური რეგულაცია და იგივე მექანიზმი მრავალ სხვა ქვეყანაშიც მოქმედებს.

„რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმო ქვეყნებს აძლევს, რა თქმა უნდა, არის საზღვრის მკაცრი კონტროლი და მოგზაურობისთვის PCR-ტესტირება, ასევე საკარანტინოს ზომები, ვაქცინაციის გამკაცრება და პირადი დაცვის ღონისძიებები. ყველაზე ბაზისური და მარტივია პირბადე, მაგრამ ნებისმიერი ვარიაციისგან, ყველაზე ეფექტიანად, პირბადე და სოციალური დისტანცირება იცავს. ჩვენ ახლა ვართ იმ რეჟიმში, როცა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვაქინაციის პროგრამის გააქტიურებას, ასევე, საჭიროა, თვალი ვადევნოთ იმ სამეცნიერო სიახლეებს, რომელთაც ჯანმო მოგვაწვდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებას არ ემხრობა
Next post ამერიკული „ნიჭიერის“ ვარსკვლავი ჯეი ჯეი ფილიპსი კორონავირუსით გარდაიცვალა