თენგიზ ცერცვაძე – პანდემია ჰქვია მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს

Read Time:53 Second

პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე  არსებობს დე ფაქტო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახლა ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოეცხადებინა პანდემია.

​„ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ ამ განცხადებას, რადგან პანდემია დე ფაქტო იყო უკვე კარგა ხანია, და ყველამ ეს ვიცოდით. უბრალოდ ეს არ ჰქონდა გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. პანდემია ჰქვია იმ მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს. როცა ვრცელდება ორზე მეტ კონტინენტზე, ეს სიტუაცია უკვე დე ფაქტო არსებობს. თუ გაინტერესებთ, რატომ არ აცხადებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე, მას აქვს თავისი მოსაზრებები ამ საკითხზე, თუ როდის უნდა გამოაცხადოს. ის აცხადებს, როცა არა მარტო ორ კონტინენტს გაცდება, არამედ როცა მოსახლეობის დიდ მასას მოიცავს. ახლა ჩათვალა, რომ საკმარისად დიდი მასა მოიცვა მან, ხედავთ რომ ყოველდღე სწრაფად იზრდება შემთხვევები, განსაკუთრებით ევროპაში და გამოაცხადა პანდემია. ოფიციალურად, ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლის, ჩვენ მაინც ვმუშაობდით იმ რეჟიმში, რომ პანდემია იყო დე ფაქტო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა
Next post ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება ამ პრობლემას დავძლევთ