ამირან გამყრელიძე: დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება ამ პრობლემას დავძლევთ

Read Time:54 Second

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა ეს მდგომარეობა გამოაცხადა პანდემიად, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი სიფხიზლე და მზადყოფნა უნდა იყოს ყველგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს პანდემიასთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

„დარწმუნებული ვარ, იქ არ იქნება ისეთი განსაკუთრებული რამ, რაც დღეს ქვეყნებში არ ხორციელდება, მაგრამ ალბათ მაინც იქნება გარკვეული სიახლეები. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქვეყანას აქვს პანდემიური გეგმები და მოსახლეობის დაზიანების მაჩვენებლის მიხედვით ქვეყანა გეგმურ სამუშაოებს აწარმოებს. ბევრი ღონისძიება ხორციელდება ქვეყანაში, ყველა სექტორის მიერ და ყველას დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება ამ პრობლემას დავძლევთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 -მდე გაიზარდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – პანდემია ჰქვია მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს
Next post ჩინეთში 103 წლის ქალი კორონავირუსისგან განიკურნა