ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

Read Time:35 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ეს არის პირველი კორონავირუსი, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, –  განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას.

„ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ არასდროს გვინახავს აქამდე კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. ასევე, არასდროს გვინახავს პანდემია, რომელიც შეიძლება ამავე დროს გაკონტროლდეს“.

„ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ“, – განაცხადა მან.

ახალი​ კორონავირუსი პირველად ჩინეთში, დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. მას შემდეგ კი, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გერმანიაში მოსახლეობის 70 პროცენტი დაინფიცირდება
Next post თენგიზ ცერცვაძე – პანდემია ჰქვია მდგომარეობას, როცა ამა თუ იმ ინფექციის გავრცელება ცდება ორ კონტინენტს