თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა

Read Time:24 Second

იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა.

„იხსნება სახმელეთო საზღვრები, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. რეგულაციები ზედმიწევნით უნდა შევასრულოთ და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადე“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჰუბერტ ქნირში: საქართველო უფრო ძლიერი იქნება, თუკი მის საგარეო პოლიტიკას პარლამენტში ყველა პარტია მხარს დაუჭერს
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გერმანიის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს