ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გერმანიის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

Read Time:44 Second

დღეს პარლამენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს მოუსმინა.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან დგას საქართველოს გვერდით. ამ ქვეყანას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება და ორივე ორგანიზაციაში გერმანიის როლსა და სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიპლომატმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან გერმანიის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებსა და ამ გზაზე გერმანიის როლზე.

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში. თქვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორობის აღიარება დიდი მოტივაციაა, იმისთვის რომ ჩვენი როლი შევასრულოთ ამ ურთიერთობებში. საქართველო არის გერმანიისგან აღიარებული და დაფასებული მნიშვნელოვანი პარტნიორი“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: მესამე ტალღა დაძლეული არ არის, მხოლოდ პიკმა გადაიარა
Next post კახა კალაძე-გიორგი გახარიას მიერ ჩემი დადებითი შეფასება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის მიღებული პრაქტიკა. გამოდის, რადგან ოპონენტია მას აუცილებლად შეურაცხყოფა უნდა მიაყენო